05:27 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2384)
546010

სარესტორნო წყვილის – ლოლა წერეთლის და გიორგი წერეთლის სკანდალური დაშორების შემდეგ საზოგადოების ყურადღება მათ მიმართ ერთიორად გაიზარდა.

მომღერალმა გიორგი წერეთელმა ოჯახი მესამედ შექმნა. როგორც ის ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი მეორე ნახევარი თამილა „ნამდვილ ოჯახში გაზრდილია გოგოა“.

„მესამე და სამართალიო. მე ოჯახისთვის ყოველთვის მამაკაცი ვიყავი, ჩემი ფუნქციები კარგად გააზრებული მქონდა და მაქვს, ცოტა შეიძლება კავკასიელი ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, ზუსტად ის ადამიანი უნდა იყოს ჩემ გვერდით, ვინც ამ ყველაფერს გაიგებს. ასეთი კი ჩემთვის თამილაა“, – ამბობს მომღერალი.

მისი თქმით, მარტში გახდება ერთი წელი, რაც ის და თამილა ერთად არიან – მის დაბადების დღეზე უკვე ოფიციალურად იყო მისი მეუღლე. თავიდან მეგობრობა გადაწყვიტეს, თუმცა გიორგი იხსენებს, რომ თამილას პირდაპირ უთხრა, რომ მეგობრობა არ შეეძლო, რადგან ძალიან მოსწონდა. „კარგად დამამახსოვრდა ერთი მომენტი, როცა დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, მიპასუხა, ჯერ ოჯახს უნდა ვკითხოო. ეს ძალიან მესიამოვნა. დღითი დღე ვრწმუნდები იმაში, რომ თამილა ნამდვილ ოჯახში გაზრდილი გოგოა“, – ამბობს გიორგი წერეთელი.

მომღერალმა გიორგი წერეთელმა საკუთარ დაბადების დღეზე, რომელსაც ქართული შოუ-ბიზნესი თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრებოდა, მაისში ყველას სიურპრიზი გაუკეთა და თავისი ცხოვრების ახალი სიყვარული თამილა მარეხაშვილი საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. საყვარელ ქალს სიმღერაც მიუძღვნა.

გიორგის თავისი რჩეული საქმეშიც ეხმარება. ის მომღერლის პიარითა და ბიზნესის მენეჯმენტით არის დაკავებული. განქორწინებულია და ჰყავს ერთი ქალიშვილი. გიორგისაც პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს. მშობლების ბედნიერებას შვილებიც იზიარებენ.

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. „აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება“, – ამბობდა მომღერალი.

მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობს, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2384)

მთავარი თემები