საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა

© photo: courtesy of Press Service of Moscow City Hall / გადასვლა მედიაბანკშიექიმი პალატაში
ექიმი პალატაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2927-ით გაიზარდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 45 042 ადამიანი.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 499. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2927-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 60680-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 45 042 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 470), კარანტინის რეჟიმშია 2 982, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 780 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 879 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0