საქართველოს დიდ ქალაქებში დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

© Sputnik / STRINGERადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მკვეთრად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა – ხელისუფლება კვლავ აწესებს შემზღუდავ ზომებს.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან 22:00–დან 05:00 საათამდე იკრძალება როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აკრძალვა გადაადგილებაზე ეხება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, გორისა და ფოთის მცხოვრებლებს. წესის დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით.

პოლიციის თანამშრომლები პირბადეებს არიგებენ - Sputnik საქართველო
თბილისში და კიდევ 6 ქალაქში საღამოს საათებში გადაადგილება იზღუდება

აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს, იმ პირებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციების შესასრულებლად, ასევე სამედიცინო მომსახურების გასაწევად, ასევე ფარმაცევტულ ობიექტებს, მიწოდების სამსახურებსა და მასმედიას.

გარდა ამისა, შვიდ დიდ ქალაქში დროებით იხურება მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები, ავტობუსებსა და მეტროში კი მძღოლებისა და პოლიციელების მიერ გაკონტროლდება მგზავრთა რაოდენობა. ადამიანები ქუჩაშიც უნდა ატარებდნენ პირბადეს, რაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობას შეზღუდავს.

ქართული ოპოზიცია ახალ შეზღუდვებს პროტესტის წინააღმდეგ ბრძოლად აფასებს>>

საქართველოში ამ დროისთვის აკრძალულია:

  • ქვეითად მოსიარულეთა და ავტომობილების გადაადგილება 22:00-დან 05:00 საათამდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში.
  • აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით დახურულ და ღია სივრცეებში კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა
  • აკრძალულია სარიტუალო ღონისძიებების – ქორწილების, იუბილეების, ქალეხების (10-ზე მეტი ადამიანი) გამართვა
  • მთლიანად შეჩერებულია ღამის კლუბების მუშაობა, დაკეტილია კინოთეატრები, თეატრები, საბავშვო გასართობი ცენტრები
  • დისტანციურ სწავლებაზე 4-დან 25 ნოემბრამდე გადადიან სკოლები თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, აჭარის რეგიონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ეს მობილობის პრევენციისა და ამ ქალაქებში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო კეთდება.
  • მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღების მუშაობა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში.
    თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა 19 ოქტომბრიდან ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში, თეორიული სწავლება კი დისტანციურად განაახლეს.
  • რესტორნები და ბარები მთელ ქვეყანაში 22:00 საათამდე მუშაობენ.
  • მოქალაქეებმა პირბადე უნდა ატარონ არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც, ტრანსპორტსა და ტაქსიში.
  • ტრანსპორტში აკრძალულია მგზავრობა „ფეხზე დგომით“.
  • შეზღუდვები მოქმედებს რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე. რეგულარული რეისები ჯერჯერობით აღდგენილია 13 ქალაქში.

ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში უკვე 58 ათასს აღწევს, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 2,5 ათასზე მეტია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 500-ს უახლოვდება.

ყველა ახალი ამბავი
0