22:21 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1825)
159 0 0

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, IVა და IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის, ჩხიკვაძის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ტყეკულტურის, არგვეთის, ზაქარაიას და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და იასამნის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის და ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ხარაბაძის, ივერიელის და ონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1825)

მთავარი თემები