12:27 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (353)
153 0 0

9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე.

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე.

ამ შეზღუდვიდან გამომდინარე, ორშაბათიდან მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგი იცვლება. კომპანიას მატარებლების განრიგი მოჰყავს.

მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (353)

მთავარი თემები