თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები სამუშაო საათებს ამცირებენ

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი ბათუმში
იუსტიციის სახლი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ასეთი გადაწყვეტილება 9 ნოემბრიდან ამოქმედებული ახალი შეზღუდვების გამო მიიღო

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 9 ნოემბრიდან იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 09:00 საათიდან 21:00 საათამდე მოემსახურებიან, ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის სახლები 1 ივლისიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ და მოქალაქეთა მიღების საათები 18:00 საათიდან 24:00 საათამდე გაზარდეს. თუმცა საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათის მერე გადაადგილების შეზღუდვის გამო, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდება, მიღებულია სამუშაო საათების შემცირების გადაწყვეტილება.

პოლიციის თანამშრომლები პირბადეებს არიგებენ - Sputnik საქართველო
თბილისში და კიდევ 6 ქალაქში საღამოს საათებში გადაადგილება იზღუდება

„რაც შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იუსტიციის სახლის თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალებში 9 ნოემბერს და შემდგომ დღეებში 21:00-დან 00:00 საათამდე პერიოდში ჰქონდათ ვიზიტი დაჯავშნილი, სერვისის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ იმავე დღეს, მაგრამ ნაცვლად ღამის საათებისა, უნდა მობრძანდნენ დილის 09:00-დან 11:00 საათამდე; იმ შემთხვევაში კი, თუ ეს დრო მათთვის მისაღები არ არის, მომხმარებლები უნდა დაუკავშირდნენ სატელეფონო ცენტრს (2 405 405) და იუსტიციის სახლი მათ ვიზიტისათვის ალტერნატიულ დროს შესთავაზებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამუშაო საათებში ვიზიტს, შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას დაინტერესებული პირი კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით შეძლებს. ამისათვის ვიზიტი უნდა დაიჯავშნოს პორტალზე, სპეციალური კალენდრის მეშვეობით. დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი ტელეფონის მითითებულ ნომერზე მოკლე ტესტურ შეტყობინებას მიიღებს, რომელშიც იქნება აღნიშნული ვიზიტის თარიღი, დრო და ადგილი და მომსახურების კოდი, რომელიც კლიენტმა იუსტიციის სახლში შესვლისას უნდა წარადგინოს.

დაინტერესებულ პირებს ვიზიტის დაჯავშნა ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0