ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მირიან ქათამაძე ბინაზე მკურნალობს. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მერი თავს კარგად გრძნობს.

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მირიან ქათამაძე ბინაზე მკურნალობს. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მერი თავს კარგად გრძნობს.

თვითიზოლაციაში გადავიდნენ მერის მოადგილეები, თანაშემწე, ადმინისტრაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელები.

ქუთაისის მერია და საკრებულო - Sputnik საქართველო
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს COVID-19 დაუდასტურდა

„პასუხისმგებელი პირები, მათ შორის მერი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. 

COVID-19-ის გეოგრაფია საქართველოში: სამეგრელო-ზემო სვანეთი მესამე ადგილზეა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 901-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 57 753-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 42 572 ადამიანი, გარდაიცვალა – 475, კარანტინის რეჟიმშია 2 964, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 691 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 879 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0