17:52 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2562)
57 0 0

პატრულ-ინსპექტორები თბილისში ყველა მეტროსადგურთან აკონტროლებენ, თუ რამდენად იცავენ მოქალაქეები კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებულ რეგულაციებს

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 58 ათასს უახლოვდება >>

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ნოემბრიდან საქართველოში პირბადის ტარება აუცილებელი გახდა არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20 ლარის ოდენობის ჯარიმაა დაწესებული.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, „კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კონტროლს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ.

„პატრულ-ინსპექტორები მობილიზებული არიან თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას.

ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს დაჟინებით სთხოვენ ხუთი ძირითადი წესის დაცვას: ატარონ პირბადე ყველგან, ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვან სოციალური დისტანცია, არ შეიკრიბოს ათზე მეტი ადამიანი და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. იმ შემთხვევაში, თუ დახურულ სივრცეში მცირე შეკრება იმართება (მაქსიმუმ ექვსი ადამიანი), აუცილებელია მისი ხშირად განიავება.

გარდა ამისა, 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება იზღუდება, ასევე იზღუდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაც და არ იქნება დაშვებული ფეხზე დგომა.

ბოლო პერიოდში ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდა. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 901-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 57 753 შეადგინა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2562)

მთავარი თემები