აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების ისტორიას აქვეყნებს

© photo: Sputnik / Stringerბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ დღე-ღამეში აჭარაში გარდაცვლილ შვიდ პაციენტს მწვავე პნევმონია და მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 34 პაციენტიდან შვიდი ადამიანი აჭარაში მკურნალობდა, იუწყება პირველი არხი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ორი „საერთაშორისო ჰოსპიტალში“, ერთი - „სამედიცინო ცენტრში“, ერთი კი კლინიკა „მედცენტრში“.

 აჭარაში გარდაცვლილთა ასაკი 46-დან 81 წლამდე მერყეობს.

სასწრაფო დახმარება თბილისში - Sputnik საქართველო
COVID-19-ის გეოგრაფია საქართველოში: სამეგრელო-ზემო სვანეთი მესამე ადგილზეა

რაც შეეხება გარდაცვლილთა სამედიცინო ისტორიას, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  გარდაცვლილი სამი პაციენტიდან  75 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი კლინიკაში 6 ნოემბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი – 81 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 27 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი მესამე პაციენტი – 74 წლის ქალი კლინიკაში 2 ნოემბერს შეიყვანეს. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, ქულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 46 წლის მამაკაცი. პაციენტი კლინიკაში 6 ნოემბერს შეიყვანეს. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიებული, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ამავე ჰოსპიტალში გარდაიცვალა მეორე პაციენტი – 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 18 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასთმა, ესენციური ჰიპერტენზია.

ბაზრობა, კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 58 ათასს უახლოვდება

„მედცენტრში“ გარდაიცვალა 66 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 3 ნოემბერს შეიყვანეს. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი, ცერებრული შეშუპება, კომა დაუზუსტებელი, მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 3 ნოემბერს შეიყვანეს. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასთმა, ესენციური ჰიპერტენზია.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით სულ 475 ადამიანი  გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0