09:22 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2564)
206 0 0

46 წლის ფრიდონ ქარცივაძეს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა, ის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ოზურგეთის რაიონული პროკურორი, 46 წლის ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ფრიდონ ქარცივაძე იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური პროკურორი და ღირსეული ადამიანი. იგი მრავალი წლის მანძილზე მასზე დაკისრებულ მოვალეობას სანიმუშოდ ასრულებდა. საქართველოს პროკურატურა, ამ უდიდესი დანაკარგის გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ქარცივაძე წარმატებული მუშაობისთვის კარიერის განმავლობაში მრავალჯერ დაჯილდოვდა. 2019 წელს მას საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი გადაეცა.

საქართველოში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უვე 441-ს შეადგენს. დაავადებულთა რაოდენობა 2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2564)

მთავარი თემები