თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 477 ნიმუშიდან 138-ზე დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.
რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 93 დაფიქსირდა ზუგდიდში, მესტიაში -12, ჩხოროწყუში - 10, სენაკში - 8, ფოთში - 7, წალენჯიხაში - 4, ხობში - 1, აბაშაში - 1.
გარდა ამისა, ინფიცირებულებს შორის არის 2 უცხო ქვეყნის ინფიცირებული მოქალაქე, რომელთა ნიმუშებიც აღებულ იქნა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 161 კოვიდ-პაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.
გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 პაციენტი. სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 140 ადამიანი.
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია, გარდაიცვალა 18 ადამიანი. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 39 773 ადამიანი, გარდაიცვალა – 441, კარანტინის რეჟიმშია 3 015, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 670 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 599 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია