05:41 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2356)
26645 0 0

ეპატაჟური, სკანდალური და ხმაურიანი – ამ სიტყვათა შესატყვისს ია ფარულავას ადვილად დაუკავშირებთ. მორიგი პროვოკაციული ვიდეო სოციალური ქსელიდან. ნახეთ, რა ვიდეო გამოაქვეყნა ია ფარულავამ

სოციალურ ქსელში ბოლო დროს ია ფარულავა განსაკუთრებით აქტუალურია. მისი „ინსტაგრამი“ ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. მსახიობი ხშირად აქვეყნებს „სთორებს“, სადაც აქტუალურ საკითხებზე კომენტარებს არ ერიდება.

ცოტა ხნის წინ მსახიობმა მოულოდნელად ყოფილ მეუღლესთან, ტარიელ სუართან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ფარულავა ძალიან გაამხიარულა ტარიელ სუარის ჩაის სმის ხერხმა, რომელმაც ვირუსის საწინააღმდეგო ფარის მოუხსნელად სცადა ჩაის დალევა. „შენ აფრენ“ - მიმართა სუარმა ყოფილ მეუღლეს. როგორც ჩანს, ყოფილი წყვილი მეგობრულ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს.

მსახიობი ია ფარულავა 2014 წელს გიტარისტ ტარიელ სუარზე მოულოდნელად გათხოვდა. წყვილი ასევე ხმაურიანად დაშორდა. მისი მეუღლ დაშორების მიზეზებზე თავად წერად facebook-ის პირად გვერდზე და დაშორებით მიზეზად ია ფარულავას და მისი „პარიკმახერის“ მიმოწერას ასახელებდა, სადაც ისინი თითქოს მას უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განიხილავდნენ, აგინებდენ დედას, იმუქრებოდნენ მისი მოშორებით, რის გამოც, სიბრაზისაგან თავი ვერ შეიკავა და მინა ჩაამტვრია.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

„ჩემო პრინცესავ ასე სიგიჟემდე რომ არ მიყვარდე, და ეგ შენი პარიკმახერიც შენივე თქმით დაუდგენელი ორიენტაციის რომ არ იყოს (რომელზეც ჩემნაირი კაცი ხელს ვერასოდეს გაისვრის) სავარაუდოდ შუშის მაგივრად სხვა რამეს ჩავამტვრევდი, ან ჩავუმტვრევდი ვიღაცას. მაგრამ, ისევ და ისევ შენი ენით აღუწერელი სიყვარულის გამო (რაც არ უნდა არაადეკვატურად მოგეჩვენოს ჩემი საქციელი) უპირველეს ყოვლისა 100000000 ბოდიში მინდა მოგიხადო ამ სტრესისათვის, რომელიც იმ საღამოს გადაგატანინე. იმედი მაქვს ოდესმე მაინც მაპატიებ“, - წერდა სუარი.

View this post on Instagram

#coffee #greatmood #woman

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

საქართველოში ია ფარულავა სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. 1987 წელს მოსკოვის კინოფესტივალის ჟიურიში მიწვეულმა რობერტ დე ნირომ ფესტივალის ნომინაციაში „ყველაზე ლამაზი ქალი“ ია ფარულავა დაასახელა. მისი გარეგნობა, ხასიათი და განწყობა ყველას ღიმილს იწვევს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მსახიობი და ტელეწამყვანი 52 წლის არის.

View this post on Instagram

#cats #catsofinstagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

ყველას აინტერესებს, თუ რა არის მისი სილამაზის საიდუმლო და რა მეთოდებით ინარჩუნებს ვარსკვლავი სასიამოვნო გარეგნობას. ის აღნიშნავს, რომ კვირაში ორი დღე თავის მოვლისთვის აქვს გამოყოფილი. ერთ-ერთი ესთეტიკური კლინიკის „ანტიეიჯის“ ასაკის საწინააღმდეგო პროცედურების სახე და ხშირი მომხმარებელია.

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკაში ია ფარულავამ დიდი გამოცდილება მიიღო. არქივში ძველი კადრები ინახება, სადაც ია ჯონი დეპსა და რობერტ დე ნიროსთან ერთად პოზირებს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2356)

მთავარი თემები