ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

© Sputnik / Alex Shlamovირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ვერ დაესწრება, თუმცა საპროტესტო პროცესს მოგვიანებით შეუერთდება.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, აღნიშნული ინფორმაცია ოქრუაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

პოლიტიკოსმა კორონავირუსზე ტესტის პასუხი დღეს, საკუთარ დაბადების დღეს მიიღო.

„საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე). სად აღარ „აღმინიშნავს” დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. წელს ვფიქრობდი რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალი–მეთქი და მივიღე განსაკუთრებული – ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე“, – წერს ოქრუაშვილი. 
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ვერ დაესწრება, თუმცა საპროტესტო პროცესს მოგვიანებით შეუერთდება.

ოპოზიციის ლიდერებს შორის კორონავირუსი დადასტურებული აქვთ ასევე პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სალომე სამადაშვილსა და კახა ოქრიაშვილს.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი. თვითიზოლაციაშია განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 37019 ადამიანი, გარდაიცვალა 423 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0