„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ავტომსვლელობა: მზადება მასშტაბური აქციისთვის

გამოწერა
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და რამდენიმე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ლოკალურ აქციებს მართავს.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები თბილისის ქუჩებში ავტოკოლონით საპროტესტო მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას კვირას დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

ოპოზიციის აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პირი სასამართლო პროცესამდე თავისუფალია

საპროტესტო აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ, საიდანაც ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრა. აქციის მარშრუტია – შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია და მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია.

„დღევანდელი აქციით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა ბესო გაზდელიანმა, რომელმაც დასძინა, რომ „კვირას ქართველი ხალხის ხმას ყველგან გაიგონებენ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ავტოკოლონა სააკაძის მოედნიდან „მოდულის“ შენობისკენ გაემართა, საიდანაც აქციის მონაწილეები ცესკოსკენ გადაინაცვლებენ.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და რამდენიმე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ლოკალურ აქციებს მართავს.

კვირას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0