სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა გამოვლინდა

გამოწერა
გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 პაციენტი. სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 132 ადამიანი.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 535 ნიმუშიდან 117-ზე დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

კორონავირუსი საქართველოში: საჭირო კონტაქტების სია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საჭირო კონტაქტების სია

რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 82 დაფიქსირდა ზუგდიდში, 13 – სენაკში, 12 – ჩხოროწყუში, 9 – წალენჯიხაში და 1 – ფოთში.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 157 კოვიდ–პაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 პაციენტი. სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 132 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 37 019 ადამიანი, გარდაიცვალა 423 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0