06:31 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2654)
83 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2 775 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 044 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, შემდეგ კი აჭარა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 526, აჭარა – 503, ქვემო ქართლი – 207, შიდა ქართლი – 177, გურია – 89, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 117, მცხეთა-მთიანეთი – 43, კახეთი – 36, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი: თბილისში – რვა, აჭარაში – ექვსი, იმერეთში – შვიდი, ხოლო ქვემო ქართლში – ერთი ადამიანი. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 14 525 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 618, მათ შორის, თბილისში – 2 279, აჭარაში – 734.

619 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 268 პირი, მათ შორის, თბილისში – 124, აჭარაში – 79. კოვიდ-სასტუმროში მოთავსბულია 2 438 ადამიანი, მათ შორის, 1 174 – აჭარაში, ხოლო 841 – თბილისში. 7 469 პაციენტი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 3 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 689, აჭარაში – 1 353.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 37019 ადამიანი, გარდაიცვალა 423 პაციენტი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2654)

მთავარი თემები