Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თქვენ მომკალით“ – გოგონას, რომელიც დახმარებას ითხოვდა, კორონავირუსით მშობლები გარდაეცვალა

© AP Photo / Achmad Ibrahimკოვიდინფიცირებულები პალატაში
კოვიდინფიცირებულები პალატაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარი კაკაურიძე სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვდა და წერდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მშობლებისთვის სამკურნალო სივრცეში ადგილი არ აღმოჩნდა და ისინი უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. მარი კაკაურიძეს, რომელიც სოციალურ ქსელში საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა, რათა მისი კოვიდ-ინფიცირებული მშობლებისთვის სამკურნალო სივრცეში ადგილი გამოეყოთ, ჯერ დედა, რამდენიმე საათში კი მამაც გარდაეცვალა.

კლინიკა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა

მანამდე გოგონა ერთ-ერთ ჯგუფში წერდა, რომ კოვიდ-ინფიცირებული დედ-მამა ადგილების არარსებობის გამო ვერც ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ვერ მოათავსა.

„გამარჯობა, ორივე მშობლები მყავს მძიმედ კოვიდინფიცირებულები. რეანიმაცია ესაჭიროებათ, ყველა თუ ვინმე მყავდა ნაცნობი უკვე შევაწუხე იქნებ ერთისთვის მაინც მიპოვოთთქო და ამ დრომდე არაფერია. იქნებ დამეხმაროთ და ერთის სიცოცხლე მაინც შემინარჩუნოთ! გემუდარებით“, – მიმართავდა გოგონა საზოგადოებას.

მოგვიანებით გოგონამ დაწერა, რომ ორივე მშობელი გარდაეცვალა.

წაულა - Sputnik საქართველო
დანიაში კორონავირუსით ინფიცირებულ წაულებს დახოცავენ: ჯანმოს კომენტარი

„თქვენ მომკალით, დედი, მამი, მიკო რო არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ“, – დაწერა მარი კაკაურიძემ.

COVID-19-ის მორიგი ანტირეკორდი – ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 51993-ს შეადგენს.

დღევანდელი მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 3 160 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 489. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2 446 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ყველა ახალი ამბავი
0