საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პირი სასამართლო პროცესამდე თავისუფალია

© Sputnik / STRINGERოპოზიციის აქცია ქუთაისში
ოპოზიციის აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულთა სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართება. გამორიცხული არ არის, რომ სასამართლო საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდეს.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან გუშინ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები დროებით გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

საპროტესტო აქცია ცესკოსთან - Sputnik საქართველო
თბილისში ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება

ტელეკომპანიის ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციების დროს მინიმუმ 12 ადამიანი დააკავეს, მათ შორის – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა. დაკავებულთა სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართება. გამორიცხული არ არის, რომ სასამართლო საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდეს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და რამდენიმე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ლოკალურ აქციებს ატარებს საოლქო საარჩევნო კომისიებთან, ხოლო კვირას, 8 ნოემბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0