„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 6 ნოემბერს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IV, X, Xა კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მოკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების IV მოკრორაიონის, თემქის დასახლების IV კვარტლის, მუხიანის ნაკვეთების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, ლურჯი ქედის, საგუბარის, ლევან რჩეულიშვილის, გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის, ქუჯი ერისთავის, ავჭალის, ანაპის 414-ე დივიზიის, ალეკო გობრონიძის, ლერი ლაგურაშვილის, რეზო გაბაშვილის, ამირან ბობოხიძის, ავშნის, ევგენი ღვალაძის და ქობის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების და გლდანი-მუხიანის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0