21:57 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
180 0 0

თითქოს ჩვეულებრივი რიგებია, თუმცა არა - ერთი რიგი ქართულია, მეორე - ამერიკული, ჯორჯიის შტატში. საარჩევნოდ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როგორც ჩანს, ფოტოები სიჩქარეში აერიათ

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯორჯიის შტატში ხმების დათვლის პროცესის შესახებ რეპორტაჟში ტელეარხ ABC News-ზე შეცდომით აჩვენეს ქართული საარჩევნო უბნის ფოტო, რომელიც Sputnik-საქართველოს კორესპონდენტის მიერაა გადაღებული.

Канал ABC News перепутал штат Джорджия и Грузию, показав фото Sputnik с парламентских выборов в Грузии вместо президентских выборов в США в своем эфире
ტელეარხ ABC News-ზე ჯორჯია და საქართველო აერიათ. ტელეარხმა შეცდომით აჩვენა ქართული საარჩევნო უბნის ფოტო, რომელიც Sputnik-საქართველოს კორესპონდენტის მიერაა გადაღებული.

ფოტოზე აღბეჭდილია ამომრჩევლების რიგი თბილისის №55 საჯარო სკოლაში, იუწყება პირველი არხი.

აშშ-ში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს. სამი დღით ადრე, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

American Broadcasting Company (ამერიკული სამაუწყებლო კომპანია) - ამერიკული კომერციული სატელევიზიო ქსელი, რომელიც 1943 წელს შეიქმნა. ABC ეკუთვნის The Walt Disney Company-ს, Disney-ABC Television Group-ის ნაწილია და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეარხი ქვეყანაში.

მთავარი თემები