ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnikკორონავირუსი საქართველოში
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, დაწესებულებაში ინფიცირების წყარო ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელმაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში ხანდაზმულთა პანსიონატში სამ ბენეფიციარს და ათ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

პანსიონატის დირექტორის მალხაზ ბადირეიშვილის განცხადებით, ინფიცირებულები საჩხერის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისი თქმით, პანსიონატში კიდევ სამი პირის ტესტის პასუხს ელოდებიან. სავარაუდოდ, დაწესებულებაში ინფიცირების წყარო ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელმაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა.

პანსიონატში, სადაც 98 ბენეფიციარი ცხოვრობს, კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია. ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელდა 33 459 ადამიანი, გარდაიცვალა 401 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0