თბილისში საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციაზე დაკავებული 12 პირიდან 5 გათავისუფლდა

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საბურთალოს, ისნისა და გლდანის რაიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან გამართული საპროტესტო აქციები ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაკავებებით დასრულდა. 

თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
რიჟვაძე: აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის ლეგიტიმურობას საფრთხე არ ემუქრება

სამართალდამცველებმა სულ 12 პირი დააკავეს. მათგან ხუთი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, შვიდი პირი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. გათავისუფლებულთა შორის არიან ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველოს“ წევრები.

„დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ხელისუფლებას რომ მიეცა შესაძლებლობა, საოლქო კომისიების სხდომას დასწრებოდნენ ისინი, ვისაც ამის უფლება ჰქონდა, არანაირი ხმაური და გაწევ-გამოწევა არ იქნებოდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

ცესკო: გადათვლის შედეგად რამდენიმე ოლქში არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა>>>

გუშინ განსაკუთრებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში გაიმართა – ოპოზიცია საოლქო კომისიების სხდომებზე საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0