21:09 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1951)
164 0 0

პროკურატურის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში პოლიციის თანამშრომელი საკუთარი მანქანით მოპედს დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული გოგონა სასულიერო პირის გრიგოლ მთვარელიშვილის ქალიშვილი, 12 წლის სალომე მთვარელიშვილია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

პროკურატურის ინფორმაციით, გოგონა დასთან ერთად გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოპედს პოლიციის თანამშრომელი საკუთარი მანქანით დაეჯახა.

12 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მისი 9 წლის და კი მძიმედ დაშავდა. ის რეანიმობილით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

„ვუსამძიმრებ შემზარავ ტრაგედიას, ამ უდიდეს დანაკლისს მამა გრიგოლ მთვარელიშვილს და მისი ოჯახის წევრებს ულამაზესი ანგელოზი ქალიშვილის, სალომეს ტრაგიკულად დაღუპვას. შეძრული ვარ მომხდარით. უფალო, დაუმკვიდრე სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ”, – წერს ლუდა სალია „ფეისბუქში“.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1951)

მთავარი თემები