COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo : National Center for Disease Control and Preventionკორონავირუსის ტესტი
კორონავირუსის ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 33 459 ადამიანი, გარდაიცვალა – 401, კარანტინის რეჟიმშია 3 160, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 489 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 446 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 33 459 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 289), გარდაიცვალა – 401, კარანტინის რეჟიმშია 3 160, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 489 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 446 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0