01:58 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2607)
129 0 0

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ანტირეკორდი დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2 295-ით გაიზარდა

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია, ამიტომ მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექცია დღითიდღე ძლიერდება.

„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ანტირეკორდი დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2 295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 537), გარდაიცვალა – 381.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

 

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2607)

მთავარი თემები