17:31 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2585)
56 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია.

თბილისი, 4  ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის ქალი მკურნალობს, განაცხადა ჟურნალისტებთან კლინიკის დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მოხუცებულთა სახლში დაინფიცირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამავე კლინიკაში მკურნალობენ ყველაზე პატარა პაციენტები – ერთი და ორი თვის ჩვილები.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 76 პაციენტი მკურნალობს. ოთხი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი ხელოვნული სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებული. 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების კი საშუალო სიმძიმის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ბოლო პერიოდში იმერეთის რეგიონში, აჭარისა და თბილისის მსგავსად, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დღეს რეგიონში კორონავირუსის 387 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31170 ადამიანი, გარდაიცვალა 381 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2585)

მთავარი თემები