18:10 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2631)
82 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულია ახალშობილის დედაც, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის სამშობიარო სახლში ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ნაყოფი მუცლადყოფნისას დაეღუპა>>>

ინფიცირებულია ახალშობილის დედაც, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს.

საავადმყოფოს დირექტორის ნუგზარ პაპავას განცხადებით, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ და მედიკამენტოზურ ჩარევას არ საჭიროებენ.

ოქტომბერში ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ნაყოფი მუცლადყოფნის დროს დაეღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ორსული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 1 ოქტომბერს შეიყვანეს. ნაყოფი 26 კვირის იყო.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კლინიკაში ხუთი ბავშვი დაიბადა – ტესტირების შედეგად კორონავირუსი მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ამ დროისათვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 32 ორსული ქალია მოთავსებული.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2631)

მთავარი თემები