06:35 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2574)
50 0 0

საქართველოში ეპიდვითარება ყოველდღიურად უარესდება – ბოლო დღე-ღამეში რაოდენობა 2295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია – მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე 8 ნოემბრიდან დროებით აჩერებს ვიზიტორთა მიღებას ქვეყანაში COVID-19 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო. 

უწყების განმარტებით, აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მოედნებზე თავს იყრის დამთვალიერებელთა გარკვეული რაოდენობა, რაც პანდემიის გავრცელების რისკს ზრდის. დანარჩენ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვით გადაადგილება, ვიზიტორთა მიღება საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით გაგრძელდება.

სააგენტო ვიზიტორებს მოუწოდებს, რეგისტრაცია დისტანციურად, ტელეფონის ან სააგენტოს Facebook-გვერდის მეშვეობით გაიარონ.

ნაკრძალების მუშაობის გრაფიკის შესახებ დაინტერესებული პირები ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდსა და Facebook-გვერდზე მიიღებენ, ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ეპიდვითარება ყოველდღიურად უარესდება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუშაობა შეწყვიტა საბავშვო ბაღებმა, დიდ ქალაქებში საჯარო სკოლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში სავალდებულო გახდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი, გარდაიცვალა 381 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2574)

მთავარი თემები