22:58 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (350)
225 0 0

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

თბილისი, 3 ნოემბერი  – Sputnik. თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის ლეჩური-ომალოს 18-72 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ფშაველი–აბანო–ომალოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უამინდობისა და თოვის გამოა აკრძალული.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-ლეჩური მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენი ექვსი თვის განმავლობაში გაუვალი ხდება.

ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თელავს მაღალმთიან ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (350)

მთავარი თემები