09:49 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2646)
58 0 0

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება „პირველი არხი“. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ნათია მეზვრიშვილს, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

„ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

ბოლო ორ თვეში საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეპიდემიოლოგიური ვითარება. თუ კორონავირუსის პირველი ტალღა (26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 1500-ს არ აჭარბებდა) ქვეყანამ მშვიდად გადაიტანა, ახლა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2 ათასს აღწევს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, გარდაიცვალა 362. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, სამიდან ხუთ ათასამდე მიაღწიოს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2646)

მთავარი თემები