სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo : Kakha Kakhishvili / FBწინასაარჩევნო აგიტაცია
წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 73 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 103 ადამიანი.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 143 დაფიქსირდა ზუგდიდში, 11 – ხობში, 7 – წალენჯიხაში, 2 – მესტიაში, 3 – ჩხოროწყუში, 2 – სენაკში და თითო–თითო შემთხვევა ფოთსა და ხობში. დანარჩენი შემთხვევები აფხაზეთიდან გადმყვანილი პაციენტები არიან. ინფიცირებულთა უმეტესობა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, დანარჩენი კი ცხელებით შესული პაციენტები არიან.  

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 125 კოვიდ–პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს. 

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 73 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 103 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44522-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3 080, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 253 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 264 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0