მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავსტრიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

© REUTERS / LEONHARD FOEGERსპეცოპერაცია ვენაში
სპეცოპერაცია ვენაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორშაბათს ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში ბოროტმოქმედთა ჯგუფმა რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი სინაგოგა იყო. ავსტრიის მთავრობამ მომხდარს ტერაქტის შეფასება მისცა.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ავსტრიაში საქართველოს საელჩო ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

ქალაქის ცენტრში ამ დროისათვის მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ქუჩაში გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან. 

ვენა - Sputnik საქართველო
სროლა ვენაში სინაგოგასთან: არიან დაღუპულები

„ვენაში მიმდინარე პროცესების გამო გაცნობებთ, რომ საელჩო და საკონსულო მუშაობას განაგრძობს დისტანციურად, შესაბამისად, განხორციელდება მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციები და იმ მოქალაქეებს, რომელთაც 3 ნოემბერს ვიზიტი აქვთ ჩანიშნული, ვთხოვთ, თავი შეიკავონ საკონსულოში გამოცხადებისგან. აქვე გაცნობებთ, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი: +43 676 3259839. საელჩოსთან დაკავშირება შეგიძლიათ ასევე ნომერზე: +43 1 40398480“, – აღნიშნულია საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორშაბათს ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში ბოროტმოქმედთა ჯგუფმა რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი სინაგოგა იყო. ავსტრიის მთავრობამ მომხდარს ტერაქტის შეფასება მისცა.

პოლიციამ გაანეიტრალა ერთ-ერთი თავდამსხმელი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 15-ს აღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0