COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Alexey Mayshevლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, გარდაიცვალა – 362, კარანტინის რეჟიმშია 3080, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 253 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 264 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44522-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 1 833), გარდაიცვალა – 362, კარანტინის რეჟიმშია 3080, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 253 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 264 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0