Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გურამ ლომიძეს და ივანა მელაის ულამაზესი გოგონა ჰყავთ – ფოტოები

© Photo: Ivanna Melay / FBგურამ ლომიძე ივანა მელაი
გურამ ლომიძე ივანა მელაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მომღერლების წყვილს ულამაზესი შვილი ჰყავს. ნახეთ როგორ გაიზარდა და ვის ჰგავს ელიზაბეტ ნატალი.

ივანა მელაის და გურამ ლომიძის ვარსკვლავური წყვილი ჩიკაგოში ცხოვრობს, სადაც შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად პატარა ელიზაბეტ ნატალის აღზრდით არიან დაკავებული.

ელიზაბეტი დეკემბერში 4 წლის ხდება. მშობლები ინტერვიუებში აღნიშნავენ, რომ არის ძალიან არტისტული, კომუნიკაბელური ბავშვი, ძალიან კარგად მღერის და სამომავლოდ, სავარაუდოდ, ხელოვნების გზას აირჩევს.

წყვილმა დაქორწინების გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღო, მანამდე კი ორი წლის მანძილზე საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს. გურამ ლომიძეს და ივანა მელაის 2016 წლის ბოლოს შეეძინათ ქალიშვილი ნატალი-ელისაბედი, რომლის აღზრდაშიც წყვილს მშობლები ეხმარებიან.

უკრაინელი მომღერალი და ტელეწამყვანი ივანა მელაი რამდენიმე წლის წინ საცხოვრებლად და სამუშაოდ საქართველოში გადმოვიდა. რამდენიმე წელიწადში კი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ივანა საკუთარ კარიერას განაგრძობს და ამის პარალელურად სწავლობს – ის კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

View this post on Instagram

მე და ჩემი ნიკუ

A post shared by Gugu Lomidze (@gugu_official) on

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს გურამიკოს პირველი ქორწინებიდან ხატია შამუგიასთან 17 წლის ნიკა და ამერიკაში 10 წლის ლიამი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0