21:32 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2498)
156 0 0

გიორგი გახარია თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა - მისი დაცვის სამ წევრსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდა ამისა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი

თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

არსებული ონფორმაციით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა.

კორონავირუსი პრემიერის დაცვის სამ წევრსაც დაუდასტურდა. გარდა ამისა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი.

ამ დროისათვის საქართველოში 14 411 აქტიური შემთხვევაა. მძიმე პაციენტების რაოდენობა 519-ს შეადგენს, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 230 ადამიანი ჩართული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 342 ადამიანი ემსხვერპლა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2498)

მთავარი თემები