02:44 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2646)
86 0 0

ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. იგი მკურნალობის კურსს სახლში გადის.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. კახა ოქრიაშვილს, რომელიც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. იგი მკურნალობის კურსს სახლში გადის.

„კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა COVID-19, ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას“, – დაიწერა სოციალურ ქსელში ოქრიაშვილის გვერდზე.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კახა ოქრიაშვილმა სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა ხმების 39,51% მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოგი მეშველიანმა კი 55,43%.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი, გარდაიცვალა – 342, კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 236 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2646)

მთავარი თემები