გურჯაანის №1 საჯარო სკოლაში რამდენიმე მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

CC0 / Pixabay / საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამ დროისათვის სასწავლო დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის რამდენიმე მასწავლებელს კორონავირუსი გამოუვლინდა, იუწყება ქართული მასმედია.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა მათი ოჯახის წევრებსაც.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამ დროისათვის სასწავლო დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი გარდაიცვალა 342. კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 204 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0