ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება

© Government of Georgiaმინისტრი ნათია თურნავა
მინისტრი ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითიზოლაციაშია საქართველოს პრემიერი გახარიაც, რადგან ახალი კორონავირუსი პრემიერის დაცვის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. კოვიდ-ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.

„ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება COVID-19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდგინდა

თვითიზოლაციაში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც, რადგან ახალი კორონავირუსი პრემიერის დაცვის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი გარდაიცვალა 342. კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 204 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0