კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდგინდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და ასე განაგრძობს მუშაობას.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდგინდა კორონავირუსი, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ მთავრობის პრეს-სამსახურში.

კვირას, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერის დაცვის ერთ თანამშრომელს ინფექცია დაუდგინდა და ამის გამო გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

„სამწუხაროდ, მე ახლა მუშაობა განსაკუთრებულ რეჟიმში მიწევს, რამდენადაც ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ ხანგრძლივი კომუნიკაცია მქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადავედი და ამ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას“, – დაწერა გახარიამ საკუთარი Facebook-გვერდზე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1 696), გარდაიცვალა – 342, კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 236 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0