Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაფერი ძალიან ჰარმონიულად გამოვიდა“ – ქეთა თოფურია ორსულობაზე საუბრობს

© Facebook / Keta Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორსული ქეთა თოფურიას ფოტოს შემდეგ, სადაც მომღერალი დუბაის სანაპიროზე საყვარელ მამაკაცთან ერთად ირუჯება, ყველაფერს ფარდა ვიდეოში აეხადა.

ჯგუფ A'Studio-ს სოლისტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მეორე შვილს ელოდება. პირველად ორსული მომღერალი ჯგუფის ახალ კლიპში გამოჩნდა. „სე–ლა–ვი“ ასე ჰქვია ჯგუფის ახალ კომპოზიციას, რომელსაც უკვე უამრავი ნახვა აქვს.

ქეთამ ორსულობის შესახებ პირველადაც ასე უჩვეულოდ განაცხადა. ოლივიას, პირველი ქალიშვილის დაბადებამდე ორსულობისას მომღერალმა ახალი კლიპი „აი, ეს არის სიყვარული“ გადაიღო, რომელიც მომღერლის კარიერაში მნიშვნელოვანი მოვლენის შეხსენებად დარჩა.

View this post on Instagram

🏝🤍

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

„ამ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ მსურდა ჩვენი ლამაზი ახალი ვიდეოთი გაგეგოთ და მოხარული ვარ, რომ ჩემი ბედნიერი მდგომარეობა კიდევ ერთხელ აღვბეჭდე კლიპში. ყველაფერი ძალიან ჰარმონიულად გამოვიდა“, – აღიარა თოფურიამ.

View this post on Instagram

Fly high🦅

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას ორსულობის შესახებ მასმედია უკვე ერთი თვეა წერს, თუმცა მომღერალი ამ ფაქტს უარყოფდა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ქეთას პაპარაცული ფოტო გავრცელდა, რომელიც თაყვანისმცემელმა დუბაიში გადაუღო. მეშვიდე თვეში მყოფი მომღერალი მზეს ეფიცხებოდა. ქეთა თოფურიასა და მილიონერ ლევ დენგოვის ქორწილი უახლოეს თვეებშია დაგეგმილი.

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0