საქართველოში კორონავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო დახმარების ავტომობილი
სასწრაფო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 342 ადამიანი. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 342. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1 696), კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 204 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0