საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილია 335 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე–ღქმეში 1791-ით გაიზარდა

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 335. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1791-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 40 727-ს მიაღწია.

ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელდა 25 104 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 413), გარდაიცვალა – 335, კარანტინის რეჟიმშია 3007, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4188 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2204 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0