„ჩვენო ღიმილიანო გოგო...“ - ვინ იყო 15 წლის პაციენტი, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

© photo: Sputnik / George Zmimarev / გადასვლა მედიაბანკშიМедсестра держит в руках ампулу с вакциной от коронавирусной инфекции
Медсестра держит в руках ампулу с вакциной от коронавирусной инфекции  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი ორ კვირაზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 15 წლის გოგონას გარკვეული გართულებები ჰქონდა

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. 15 წლის მოზარდის შესახებ, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, სკოლა „ქორალი“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

სკოლის ადმინისტრაცია მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 კვირაზე მეტი მკურნალობდა. 15 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კლინიკა - Sputnik საქართველო
ტრაგიკული შემთხვევა: თბილისში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა, ერთი კვირის წინ პაციენტს გული გაუჩერდა, თუმცა მაშინ მისი გადარჩენა ექიმებმა შეძლეს.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 307.

ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1 673-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 38 936-ს მიაღწია.

გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც – ბოლო დღე–ღამეში მათი რაოდენობა 2 881–ით გაიზარდა და 22 691–ს მიაღწია, კარანტინის რეჟიმშია 3 001, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 136 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 245 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0