ხმაური და დაპირისპირება ფოთის მე-18 საარჩევნო უბანზე

© Sputnik / Alex Shlamovსაარჩევნო ურნა
საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამ უბნის თავმჯდომარესა და იქ მომუშავე დამკვირვებლებს შორის შელაპარაკება მოხდა.

31 ოქტომბერი. ფოთი - Sputnik. ხმაური იყო დილიდან მე-18 საარჩევნო უბანზე ფოთში, ხმის მიცემის პროცედურა დაგვიანებით დაიწყო, - იტყობინება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.

უბანზე მომუშავე დამკვირვებლების მტკიცებით, წილისყრა და კომისიის წევრთა პოზიციების გადანაწილება არასწორად ჩატარდა. მათი თქმით, ეს გამიზნულად მოხდა.

მე-18 უბნის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ უბანზე პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი ერთ–ერთმა პირველმა გააკეთა

ფოთის № 70-ე სალქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, 26-ე მაჟორიტარულ ოლქში, 108 498 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. მათ 50 პოლიტიკურ პარტიასა და 16 მაჟორიტარობის კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. მისივე თქმით, 32 საარჩევნო უბანს დაემატა ერთი სპეც უბანი, რომელიც კოვიდპაციენტებს და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ადგილზე მოემსახურება.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს.

მოქალაქეები 120 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით), ხოლო 30-ს - მაჟორიტარულით, ოლქებში კონკრეტული კანდიდატებისთვის კენჭისყრის შედეგად.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0