Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ეკო ფანგანი თბილისის ზღვაზე ირუჯება – ტელეწამყვანის სექსუალური ფოტოები

გამოწერა
ტელეწამყვანი ეკო ფანგანი გამორჩეული სხეულით ფანების გაოცებას არ წყვეტს. მისი წერწეტა და მოვლილი ტანი ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა სილამაზის და თავის მოვლის ყველა ხრიკი იცის. მისმა სექსუალურმა ტანმა და ცეცხლოვანმა ფოტოებმა ბევრი მოწონება დაიმსახურა. ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.

ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს. პოპულარულ ტელეწამყვანს თავის მოვლა ძალიან უყვარს.

მოდური ჩაცმულობა, გემოვნებიანი აქსესუარები, მოხდენილი ღიმილი და შოკოლადისფერი რუჯი – ეს ყველაფერი საკმარისია, რათა მშვენიერი ეკო უფრო მიმზიდველი გახდეს. მის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება მოსდევს.

ეკო ფანგანს ვარჯიში, სწორი კვება, მოგზაურობა და ბუნებასთან სიახლოვე ხიბლავს. საზოგადოებას კი გაზიარებული მზიანი პოსტებით შემოდგომაზეც ანებივრებს. თბილისის ზღვაზე ეკო ხშირად დადის და ცდილობს მზით ბოლომდე ისიამოვნოს.

ყველა ახალი ამბავი
0