18:31 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
79 0 0

გიორგი გახარიას განცხადებით, კონკრეტული შეზღუდვები იქნება წერტილოვანი, მაგრამ შეეხება მთელ ქვეყანას.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უარყო ხმები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ლოკდაუნის“ შემოღების თაობაზე. ამის შესახებ მან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

ინფორმაცია, რომ მთავრობა ორშაბათიდან ქვეყანაში „ლოკდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს, ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გაავრცელა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებენ „უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები“ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ მოკლე ვადაში ხმები მოიპოვონ. კონკრეტული შეზღუდვები იქნება წერტილოვანი, თუმცა შეეხება მთელ ქვეყანას, აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ამიერიდან ეპიდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებას ფასი მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენების შემთხვევაში ექნება.

„გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა გახდება ნომერ პირველი პრიორიტეტი. მსოფლიოში მეორე ტალღის მართვის ეფექტურობა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმით შეფასდება და ერთ-ერთი ეკონომიკისთვის მიყენებული მინიმალური ზარალია“, – აღნიშნა გახარიამ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები