20:10 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
3610

პრემიერის განცხადებით, კენჭისყრის დღეს ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა უმკაცრესად დაისჯება შესაბამისი სამართალდამცველი სისტემის მიერ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ხვალ საქართველომ მსოფლიოს უნდა აჩვენოს მაგალითი, როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში სამაგალითო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა პანდემიის პირობებში პირველად აირჩევს დეპუტატებს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდმა მშვიდ, აბსოლუტურად ტრანსფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა.

„ეს არის ხელისუფლების, ოპოზიციის, მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების ვალდებულება, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, ღია და გამჭვირვალე. შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტს“, – განაცხადა გახარიამ. 

პრემიერის განმარტებით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მომხრეების მხრიდან პროვოკაციას ან კანონდარღვევას სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ არჩევნებმა უნდა განსაზღვროს შემდგომი წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

„პანდემია გადაივლის, პანდემიას დავამარცხებთ, ეკონომიკურ კრიზისსაც გავუმკლავდებით, მაგრამ არჩევნები, რომელიც ჩატარდება ხვალ, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას. ამიტომ მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ არის რეკომენდებული. 

31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები