05:07 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2396)
554 0 0

შორენა ბეგაშვილი სკანდალური ცხოვრებითაა ცნობილი. მან მოულოდნელად გადაწყვიტა მაყურებელს მისი პირადი ცხოვრების უცნობი ისტორიები გაუზიაროს.

მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა საკუთარ გადაცემაში „შორენას ეფექტი“ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ფილმზე დაამტკიცეს, საიდანაც მისი წარმატება დაიწყო. შორენა იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც გარდერობში პოსტერის გადაღებისთვის შესაბამისი კაბა ვერ აღმოაჩინა, გადაწყვიტა ის მეორადების მაღაზიაში მოეძებნა, თუმცა ძებნა უშედეგოდ დამთავრდა.

მსახიობი იხსენებს, რომ საბოლოოდ იპოვა ბავშვის შარვალი, რომლისგანაც შეკერა კაბა და მას მისი შვილის ევას ბრჭყვიალა თმის სამაგრები მიაკერა. შორენამ მაყურებელს აჩვენა კაბა, რომელიც, მისი თქმით, წარმატების თილისმად იქცა.

View this post on Instagram

@nikolozi_ph 🌟 @shorenasefekti

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენა ბეგაშვილის ბიოგრაფია ფაქტობრივად ყველამ იცის. სექს-სიმბოლომ ეროტიკული ფილმებითა და ფოტომოდელობით მიიქცია ყურადღება და ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია საქართველოს ტელეინდუსტრიაში. როგორც თავად ჰყვება, რთული ცხოვრების მიუხედავად, ძალები მოიკრიბა, რუსთავიდან თბილისში ჩამოვიდა და კარიერა აიწყო.

View this post on Instagram

დღეს @shorenasefekti 👤 23.00👤 @rustavi2official 👤

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენა ბეგაშვილმა რამდენიმე კვირაა საკუთარი გადაცემა დაიწყო. ყველა გადაცემაში ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარ ისტორიებს ჰყვება. ასე გაიგო ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ, რატომ დაშორდა ბიზნესმენ მეუღლეს ირაკლი ნანაძეს და ვინ არის მისი ახლანდელი რჩეული, რომელთანაც ის თავს არაჩეულებრივად გრძნობს.

ზუსტად ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ისიც კი არ იცოდა, რომ წყვილი დაქორწინებული იყო. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

მაშინ არავინ იცოდა წყვილის დაშორების მიზეზი, თუმცა ამბობდნენ, რომ შორენა ე.წ. კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზე იყო შეყვარებული, რომელიც ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფ ფოტომოდელს ძვირადღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2396)

მთავარი თემები