ახალი ID–მოწმობები სპეციალურად ქართველი სამხედროებისთვის

© photo : press service of Ministry of Defence of Georgiaახალი ID–ბარათები სამხედროებისთვის
ახალი ID–ბარათები სამხედროებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირადობის ახალი მოწმობები, რომლებსაც სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები მიიღებენ, მათ საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გარკვეული შეღავათებითა და ფასდაკლებებით რაიმეს შეძენის ან მომსახურების მიღების დროს.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ახალი თაობის ID–ბარათები დამზადდება, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ინიციატივის „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ ფარგლებში ქართველი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები ახალ, გაუმჯობესებულ პირადობის ID–ბარათებს მიიღებენ. ყველა თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი ამერიკული მოდელის ახალი ბარათების წარმოება უკვე დაწყებულია.

თავდაცვის უწყება: ქართველი სამხედროები უფრო ღირსეულ პირობებში იმსახურებენ>>

ახალი ID–ბარათები დაცვის მაღალი სტანდარტით იქნება გამორჩეული. დოკუმენტი სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა დაწესებულების შეღავათებითა და ფასდაკლებებით ისარგებლონ. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს განათლების, ვაჭრობის, სპორტის, საბანკო და საგამომცემლო სფეროებთან.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
თბილისში „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ პრობლემებს და სამხედროებსა და მათ ოჯახებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს უქმნის მრავალწლიანი პროფესიული სამსახურისთვის მადლობის ნიშნად.

კერძოდ, ამ ინიციატივის ფარგლებში თბილისში, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეები აქ ბინებს შეღავათიან ფასად შეიძენენ.

„ჯარის ქალაქის" მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 39 შვიდსართულიანი სახლი აშენდება, სადაც ბინას 1092 ოჯახი მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0