04:22 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
188 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული სოფი ნინუა სოციალურ ქსელში წერს, რომ მეოთხე დღეა კოვიდ–სასტუმროშია, სამი დღეა დაეწყო ჟანგბადის უკმარისობა, სახსრების ტკივილი, თავბრუს ხვევა, თუმცა მკურნალობის არანაირ კურსს არ გადის.

ქალი წერს, რომ უკვე 14 დღეა ტემპერატურა აქვს, სასტუმროს ექიმი კი ეუბნება, რომ კოვიდ–სასტუმროს არ ევალება ავადმყოფის შემოწმება და ელოდება, რომ ვირუსი კეთილად განეწყობა მის მიმართ და გადარჩება.

„4 საათის წინ მქონდა განმეორებითი სპაზმი, ვერ ვსუნთქავდი, სასწრაფო გამოვიძახეო – მითხრა ექიმმა და ველოდებითო. სხვა რა გზაა, უსასრულობამდე ველოდები იმის განცდით, რომ შეიძლება ვერ მომისწრონ განმეორების შემთხვევაში“, – წერს სოფი ნინუა და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სისტემაა, რომელიც არ რეაგირებს იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ასეთ მდგომარეობაშია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები